ანჩისხატი
ანჩისხ
ატი,
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია თბილისში. ტაძარი VI საუკუნით თარიღდება
და ისტორიული ცნობების მიხედვით ღმრთისმშობლის შობის სახელზე დაჩი
უჟარმელის მიერაა აგებული.
ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. აფსიდი, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა (ნაცვლად ახლანდელი ორისა).
ტაძარს ანჩისხატი მას მერე ეწოდა, რაც 1675 წელს ანჩის (სამხრეთ საქართველოს) ტაძრიდან აქ ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი (ამჯამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში) გადმოასვენა პეტრე მესხმა, რომელსაც დომენტი კათალიკოსმა კანდელაკობა უბოძა (მეორენაირად ტაძარს ზარის საყდარსაც უწოდებდნენ). ამ პერიოდიდან მოყოლებული, ხატის მცველი მესხიშვილები ტაძრის დეკანოზებად ეკურთხებოდნენ. ამავე დროს, პეტრეს შვილმა-ალექსიმ საფუძველი დაუდო ცნობილ კალიგრაფისტთა-ალქსი-მესხიშვილთა დინასტიას.
კათალიკოსთა კარის ეკლესია-ანჩისხატი XV_XVII საუკუნეებში ირანელთა შემოსევებისას არაერთხელ დაზიანდა. იგი XVII საუკუნეში დომენტი კათალიკოსმა განაახლებინა, მანვე 1675 წელს დასავლეთით აგურის, განიერი, შეისრული თაღით გახსნილი კარიბჭე-სამრეკლო ააგო, რომელიც შავთელის ქუჩას ტაძრის ეზოსთან აკავშირებს.
მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ეკლესიამ XIX საუკუნეშიც. ამ პერიოდში მას დააშენეს გუმბათი, რომელიც ძლიერ ცვლიდა ნაგებობის იერ-სახეს. 1958-1960 წლებში, თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანჩისხატის ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია არქიტექტორ რ. გვერდწითელის ხელმძღვანელობით: მოიხსნა გუმბათი, იატაკი თავდაპირველ დონემდე დამდაბლდა. ეკლესიამ ძველი იერი აღიდგინა.
ანჩისხატის ეკლესიის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ ამ მისამართზე:
http://www.anchiskhati.ge/geo/html/anchiskhati.htm
ატი,
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია თბილისში. ტაძარი VI საუკუნით თარიღდება
და ისტორიული ცნობების მიხედვით ღმრთისმშობლის შობის სახელზე დაჩი
უჟარმელის მიერაა აგებული.ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. აფსიდი, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა (ნაცვლად ახლანდელი ორისა).
ტაძარს ანჩისხატი მას მერე ეწოდა, რაც 1675 წელს ანჩის (სამხრეთ საქართველოს) ტაძრიდან აქ ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი (ამჯამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში) გადმოასვენა პეტრე მესხმა, რომელსაც დომენტი კათალიკოსმა კანდელაკობა უბოძა (მეორენაირად ტაძარს ზარის საყდარსაც უწოდებდნენ). ამ პერიოდიდან მოყოლებული, ხატის მცველი მესხიშვილები ტაძრის დეკანოზებად ეკურთხებოდნენ. ამავე დროს, პეტრეს შვილმა-ალექსიმ საფუძველი დაუდო ცნობილ კალიგრაფისტთა-ალქსი-მესხიშვილთა დინასტიას.
კათალიკოსთა კარის ეკლესია-ანჩისხატი XV_XVII საუკუნეებში ირანელთა შემოსევებისას არაერთხელ დაზიანდა. იგი XVII საუკუნეში დომენტი კათალიკოსმა განაახლებინა, მანვე 1675 წელს დასავლეთით აგურის, განიერი, შეისრული თაღით გახსნილი კარიბჭე-სამრეკლო ააგო, რომელიც შავთელის ქუჩას ტაძრის ეზოსთან აკავშირებს.
მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ეკლესიამ XIX საუკუნეშიც. ამ პერიოდში მას დააშენეს გუმბათი, რომელიც ძლიერ ცვლიდა ნაგებობის იერ-სახეს. 1958-1960 წლებში, თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანჩისხატის ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია არქიტექტორ რ. გვერდწითელის ხელმძღვანელობით: მოიხსნა გუმბათი, იატაკი თავდაპირველ დონემდე დამდაბლდა. ეკლესიამ ძველი იერი აღიდგინა.
ანჩისხატის ეკლესიის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ ამ მისამართზე:
http://www.anchiskhati.ge/geo/html/anchiskhati.htm
No comments:
Post a Comment