ანანური
ანანურის
ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი
საუკეთესო ძეგლია. მასში თავმოყრილია, საკულტო, სამხედრო, და საერო
ხასიათის ძეგლები. ჩვენს ტერიტორიაზე ძნელია მოიძებნოს ასე ერთად
თავმოყრილი და შედარებით კარგადაც დაცული სხვა ძეგლი. თუ იმასაც
დავუმატებთ, რომ ანანური წარმოადგენს ძლიერ ფეოდალთა - არაგვის ერისთავთა
ციხე-სიმაგრეს, მისადმი ინტერესი უფრო გაიზრდება.ანანურის კომპლექსი მდებარეობს დუშეთის რაიონში, თბილისიდან 60 კილომეტრის დაცილებით, არაგვის მარჯვენა მხარეს, ჟინვალის წყალსაცავთან. აქ იყო არაგვის საერისთავოს საკვანძო პუნქტი, სადაც თავს იყრიდა: ერთის მხრივ - ჩრდილოეთიდან, თერგისა და არაგვის ხეობებით და მეორეს მხრივ - ქართლის შიდა ტერიტორიიდან, დუშეთის გამოვლით, მომავალი მთავარი გზები.
ადრეული პერიოდის ნაგებობათა კვალი არ ჩანს. ამ ადგილის, როგორც სტრატეგიული პუნქტის, მნიშვნელობა გაზრდილა ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ.
საერისთავოს არსებობის უკანასკნელ პერიოდში არაგვის ერისთავთა ადრინდელ რეზიდენციაში, დუშეთში, ბუდის მოშლის გამო, ცენტრიც აქ უნდა გადმოსულიყო.
არაგვის საერისთავო XIV საუკუნეში უკვე ჩამოყალიბებული იყო. ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებამ გამოიწვია ცალკეულ საფეოდალოთა გაძლიერება. განსაკუთრებით აქტიურდებიან არაგვის ერისთავები XVII საუკუნესა და XVIII საუკუნის პირველ ნახევარში. ისინი უკვე არამარტო მეზობელ სამთავროებს ებრძვიან, არამედ მეფეთა დასმა-ჩამოგდებაშიც არავის უთმობენ პირველობას. ისინი ერთმანეთსაც არ ინდობდნენ. მამა შვილს მტრობდა, შვილი - მამას, ძმა - ძმას და ა. შ. როდესაც მატიანეთა ფურცლებს თვალს გადაავლებთ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს ისინი ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტის მეტს არაფერს აკეთებდნენ.
არაგვის ერისთავთა არსებობა ცენტრალური ხელისუფლებისათვის აუტანელი იყო, მაგრამ იგი მათ მოსპობასაც ვერ ახერხებდა, ვიდრე თეიმურაზ II-მ არ ისარგებლა შემთხვევით და არ გააუქმა ეს საერისთავო. 1743 წელს ბეჟან ერისთავი და მისი ბიძაშვილი ოტია მათგან განაწამებმა მათივე ყმებმა არაგველებმა მოჰკლეს და თეიმურაზს შეუთვალეს. „თქვენს მეტი ბატონი არ გვინდაო“. მეფის კარზე საერისთავოს გაუქმების საკითხი ისედაც მომწიფებული იყო. ამიტომ თეიმურაზმა არ დააყოვნა, ჩავიდა და საერისთავო უშუალოდ ტახტს დაუქვემდებარა. ამით, ცხადია, არაგველთა მდგომარეობა არ შემსუბუქებულა. პირველ ხანებში საერისთავოს მეფის ერთგული კახელი ჯიმშერ ჩოლოყაშვილი განაგებდა. არაგველებმა არც ის აბოგინეს დიდხანს, რადგან სისასტიკეში ძველ ერისთავებს ისიც არ ჩამოუვარდებოდა. 1756 წ. ჩოლოყაშვილი მუხანათურად მოჰკლეს. XVIII საუკუნის 70-იან წლებში საერისთავოს გამგებლად ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ჩანს, ხოლო შემდეგ - ლევან ერეკლეს ძე. ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ ამ მხარეს ერეკლეს ძე ვახტანგი (ალმასხანი)
ზედა
ციხის ცენტრში დგას ეგრეთწოდებული ხევსურული კოშკი, იგი ანსამბლის ყველაზე
ადრინდელი ნაგებობაა, თარიღდება XIV-XV საუკუნეებით. კოშკი
ოთხსართულიანია. იგი მაღალი (18 მეტრი) და ვიწროა, ნაგებია ნატეხი ქვით.
განსხვავდება დანარჩენი კოშკებისაგან პროპორციებით, გადახურვის ფორმითა და
კონსტრუქციით (ასეთ კოშკებს საქართველოს მთიან ადგილებში აგებდნენ). კოშკში
შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი ისრულთაღიანია, იკეტებოდა ურდულით.
სართულები ერთმანეთს მისადგმელი კიბით უკვაშირდებოდა. სართულშუა ხის
გადახურვა ჩანგრეულია. პირველი სართულის კედლებში მხოლოდ პატარა ნიშებია,
მეორ და მესამე სართულების კედლებში - თითო ვიწრო სარკმელი, მეოთხე
სართულის ყოველ კედელში თითო განიერი სარკმელია, ყველა სარკმლის თაღი
შიგნიდან ისრულია, გარედან - ნახევარწრიული. გადახურვის ქვეშ
ისრულკამარიანი სათვალთვალო სათავსია. ინტერიერი შელესილია. ფასადები
სადაა. კედლები ამოყვანილია ნატეხი ქვის წესიერი წყობით. ზოგან
შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. პირამიდული გადახურვის საფეხურები
გარედან დაფარულია ქვის ლორფინებით.ანანურის ციხე-დარბაზი ახლაც ამაყად გადმოჰყურებს არაგვის ხეობას. მას აღტაცებაში მოჰყავს ადგილობრივი მცხოვრები თუ უცხო მოგზაური.
განაგებდა 1803 წლამდე.
No comments:
Post a Comment